
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ნიღბის ტარების მაჩვენებელმა მოიმატა და 75%-მდე გაიზარდა, რაც შემთხვევების მკვეთრ კლებას გამოიწვევს.
„იცით, რომ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი განახლებებს აკეთებს. ბოლო განახლება იყო 15 იანვარს, სადაც მათ აღნიშნეს დადებითი ტენდენციები. სასიამოვნოა, რომ 75%-ზეა ასული ჩვენთან ნიღბის ტარების მაჩვენებელი, თუ ჩვენ 95%-ზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის სიკვდილიანობა უკვე ერთეული გექნებათ და ყოველდღიურ შემთხვევებში 10-დან 77-ის ფარგლებში ჩამოხვალთ.“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.























