14:33 | 2021-08-30 ავტორი: თეონა ყაჭიური

რა შემთხვევაში შეუძლიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ვაქცინაცია – თამარ გაბუნიას განმარტება

რა შემთხვევაში შეუძლიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ვაქცინაცია – თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რა შემთხვევაში შეუძლიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ვაქცინაცია.

 

მისი თქმით, ვაქცინაციაზე ხელი მიუწვდებათ საქართველოში სამი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში მცხროვრებ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე პროექტ „იმუშავე საქართველოდან“ მონაწილეებს და დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაციების თანამშრომლებს.

 

„უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვაქცინაცია გათვალისწინებულია იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ცხოვრობს სამი თვის და მეტი ხნის განმავლობაში. ასევე ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა აქვთ „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის მონაწილეებს, თუ წარმოადგენენ დამადასტურებელ საბუთს. ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში დიპლომატიური სტატუსის და მასთან გათანაბრებული ორგანიზაციების თანამშრომლებსაც შეუძლიათ აცრა შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე“,- განაცხადა გაბუნიამ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X