20:14 | 2021-08-15 ავტორი: Prime Time

რა შემთხვევაში უნდა გადავდოთ აცრა? – ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინის ანოტაციას განმარტავს

რა შემთხვევაში უნდა გადავდოთ აცრა? – ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინის ანოტაციას განმარტავს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც “პრაიმტაიმი” უცვლელად გთავაზობთ:

“ამონარიდი ფაიზერის ვაქცინის (comirnaty) ანოტაციიდან:
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა აქტიურ კომპონენტზე და/ან მასში შემავალ ექსციპიენტებზე ((4-hydroxybutyl)azanediyl)bis(hexane-6,1-diyl)bis(2-hexyldecanoate) (ALC-0315) 2-[(polyethylene glycol)-2000]-N,N-ditetradecylacetamide (ALC-0159) 1,2-Distearoyl-sn-glycero-3-phosphocholine (DSPC), Cholesterol, Potassium chloride Potassium, dihydrogen phosphate, Sodium chloride, Disodium phosphate dihydrate, Sucrose, Water for injections)
სიფრთხილე:
📍 პირველ დოზაზე სისტემური ალერგია, რეკომენდებულია მეორე დოზისგან თავის შეკავება
📍 ცხელებით მიმდინარე დაავადების დროს დროებით უნდა გადავადდეს
იგივეს განზოგადება შეიძლება სხვა ვაქცინებზეც (სინოფარმი/სინოვაკი ემატება მეძუძური და ორსული, ასევე გიენბარეს სინდრომი, დემიელინიზაციით მიმდინარე დაავადებები; ასტრაზენეკას ემატება კაპილარულ დრენირების სინდრომი და თრომბოზი თრომბოციტოპენიური სინდრომით).
პ.ს. მეტი უკუჩვენება ამ ვაქცინებს არ აქვთ ანუ სხვა ყველა შემთხვევაში ნებადართულია მათი გამოყენება”,- წერს კულუმბეგოვი.
ავტორი: Prime Time

X