11:23 | 2020-09-13 ავტორი: Prime Time

რა შემთხვევაში უნდა ვატაროთ პირბადე ღია სივრცეში? – მარინა ეზუგბაია

რა შემთხვევაში უნდა ვატაროთ პირბადე ღია სივრცეში? – მარინა ეზუგბაია

„თუ დისტანცირება შეუძლებელია ღია სივრცეშიც აუცილებელი იქნება პირბადის ტარება“ — ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

„უნდა დავიცვათ რეკომენდაციები — დახურულ სივრცეში პირბადეების ტარება, თუ დისტანცირება შეუძლებელია ღია სივრცეშიც აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, პირბადე არ გვჭირდება გარეთ, თუ დისტანცირებულები ვართ.

 

დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება ალბათ, ყოველთვის რეკომენდირებული იქნება, ღია სივრცეებში, დისტანცირების საშუალება თუ არ არის, უნდა ვატაროთ პირბადე.

 

აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების დაბანა“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 152 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

რა შემთხვევებშია სავალდებულო პირბადის ტარება ღია სივრცეში - ამირან გამყრელიძის განმარტება
2020-09-12რა შემთხვევებშია სავალდებულო პირბადის ტარება ღია სივრცეში - ამირან გამყრელიძის განმარტება

 

ავტორი: Prime Time

X