14:54 | 2021-10-05 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რა შეუზღუდეს მიხეილ სააკაშვილს ციხეში

რა შეუზღუდეს მიხეილ სააკაშვილს ციხეში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, ექსპრეზიდენტს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ზარის განხორციელების უფლება შეეზღუდა.

 

მიაღწიეს თავისას ქართული კულტურის და მეცნიერების მტრებმა - ნაციონალებმა: საქართველო ბურუსივით ქრება კაცობრიობის მეხსიერებიდან! - რობერტ სტურუა
2021-10-05მიაღწიეს თავისას ქართული კულტურის და მეცნიერების მტრებმა - ნაციონალებმა: საქართველო ბურუსივით ქრება კაცობრიობის მეხსიერებიდან! - რობერტ სტურუა

 

„პროკურატურამ მიიღო სამარცხვინო დადგენილება და გადაუგზავნა ციხეს. ეს დადგენილება ჩვენამდეც კი არ მოსულა. უბრალოდ, როდესაც მიშამ დააყენა საკითხი ზარის განხორციელებასთან დაკავშირებით, უთხრეს, რომ ჩვენ „რა ვქნათ აგერ შემოსულია პროკურორის დადგენილება“. სავარაუდოდ სასამართლოს წესითაა ეს შეზღუდვა გაკეთებული“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

 

იქამდე მან სოციალური ქსელით რამდენიმე მიმართვა გაავრცელა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X