11:10 | 2021-11-28 ავტორი: Prime Time

რა შეზღუდვები ამოქმედდება დღეიდან კორონავირუსის ახალი შტამის გამო

რა შეზღუდვები ამოქმედდება დღეიდან  კორონავირუსის ახალი შტამის გამო

საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების პარალელურად 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგულაციები წესდება.

 

ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება საკარანტინო სივრცეში 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს.

 

აღნიშნული ქვეყნებია: სამხრეთ აფრიკა, ბოცვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი (სვაზილენდი), მოზამბიკი, მალავი.

 

14-დღიანი იზოლაციის დასრულების შემდეგ აღნიშნულ პირებს ჩაუტარდებათ PCR კვლევა.

 

საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინო სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.

 

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი „ომიკრონი“ შტამის დაფიქსირების გამო მიიღო და ის დღეიდან ამოქმედდება.

ავტორი: Prime Time

X