13:19 | 2020-03-18 ავტორი: Prime Time

რა შეზღუდვები დაწესდება კახეთის მასშტაბით კორონავირუსთან დაკავშირებით

რა შეზღუდვები დაწესდება კახეთის მასშტაბით კორონავირუსთან დაკავშირებით

„კახეთში მცხოვრებ მუსლიმანი თემის მოსახლეობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, არ გაიმართოს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული“,- ამის შესახებ კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

რწმუნებულის ინფორმაციით, მოლაპარაკებებში მუნიციპალიტეტის მერები არიან ჩართული.

 

„მერებს მიეცათ შესაბამისი დავალება, მოელაპარაკონ მოსახლეობას, რადგან თავშეყრის ადგილები არის ვირუსის გავრცელებისათვის ხელსაყრელი. ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ არ გაიშალოს დიდი ტრადიციული სუფრები, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელებას. გარდა ამისა, დღეიდან კახეთში შეჩერებულია სამარშუტო ტაქსები, კვების ობიექტები, ყველა სამსახურს მიეცა რეკომენდაცია, საჭირო თანამშრომლები უზრუნველყოს ტრანსპორტით. იმუშავებენ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები, სადაც რიგებს გადმოვიტანთ გარეთ, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება. მომავალი ორი-სამი კვირა არის ძალიან საპასუხისმგებლო“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

შეგახსენებთ, ახალი შეზღუდვების დაწესების შესახებ, პრემიერ-მინისტრმა გახარიამ, გუშინ გამოაცხადა. ეს შეზღუდვები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დღეიდან უნდა ამოქმედდეს.

 

ამ დროისთვის კახეთში, თვითიზოლაციაში 116 ადამიანია.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

 

ასევე, დაგაინტერესებთ: 

კახეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 116 -მდე გაიზარდა
2020-03-15კახეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 116 -მდე გაიზარდა

ავტორი: Prime Time

X