10:48 | 2021-02-08 ავტორი: Prime Time

რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან და რა რჩება – შაბათ-კვირას

რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან და რა რჩება – შაბათ-კვირას

დღეიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი სრული მასშტაბით ამუშავდა.

 

ინფორმაციას, რომ 11 თებერვალს პატრიარქის გადაყენება იგეგმება, საპატრიარქოში სიცრუეს უწოდებენ
2021-02-08ინფორმაციას, რომ 11 თებერვალს პატრიარქის გადაყენება იგეგმება, საპატრიარქოში სიცრუეს უწოდებენ

 

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი ამ დრომდე შეზღუდული იყო, აღდგა როგორც ავტობუსების, ისე მიკროავტობუსების მოძრაობა. ამუშავდა დედაქალაქის მეტროც.

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 21:00 საათამდე იმოძრავებს. შეზღუდვა კვლავ იმოქმედებს შაბათ-კვირას.

 

ძალაში რჩება გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან მუშაობა მთელი საქართველოს მასშტაბით ღია და დახურულმა ბაზრობებმაც განაახლეს.

 

არსებული წესების მიხედვით, ბაზრობებზე განხორციელდება მომხმარებელთა თერმოსკრინინგი, ხელების დამუშავება, გაკონტროლდება პირბადის ტარება, ასევე ყოველდღიურად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ორ კვირაში ერთხელ მოხდება თანამშრომელთა მინიმუმ 20 პროცენტის ტესტირება.

 

ობიექტები შაბათ-კვირას არ იმუშავებს.

 

შაბათ-კვირას ისევ არ იმუშავებს მოლებიც.

ავტორი: Prime Time

X