
კორონავირუსის მიერ დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა გრძელდება.
გთავაზობთ 4 შეზღუდვას, რომელიც ორშაბათიდან მოიხსნება:
8 ივნისიდან რესტორნებს სრულად მუშაობა შეეძლებათ. საუბარია, დახურული ტიპის რესტორნებზე, რადგან როგორც ცნობილია, ღია ტიპის რესტორნებს მუშაობის განახლების უფლება 1-ლი ივნისიდან მიეცათ.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყველა რესტორნისთვის სავალდებულოა გარკვეული რეკომენდაციების დაცვა. მათ შორის, მომხმარებლებისთვის აუცილებელია პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ერთ მაგიდაზე დასაშვებია მაქსიმუმ 6 ადამიანის განთავსება და ა.შ.
ორშაბათიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა კვლავ აკრძალული დარჩება.
ასევე 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან.
თუმცა, ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 ივნისიდან, ორშაბათიდან გაიხსნება სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა.























