14:58 | 2020-07-05 ავტორი: Prime Time

რა სტატუსით ესწრებოდა ზურაბ ადეიშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს სხდომას?!

რა სტატუსით ესწრებოდა ზურაბ ადეიშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს სხდომას?!

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას, სავარაუდოდ, გენერალური პროკურორის მთავარი მრჩევლის რანგში ესწრებოდა. ამის შესახებ პრაიმტაიმთან „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს.

 

„გამარჯვებული საქართველო“ იშლება? - რატომ ტოვებენ პარტიას სახეები
2020-06-25„გამარჯვებული საქართველო“ იშლება? - რატომ ტოვებენ პარტიას სახეები

 

როგორც პარტიის პოლიტიკური საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, ყოფილი მინისტრი უკრაინაში გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობას ნამდვილად იკავებს, ამიტომ მისი გამოჩენა საზოგადოებისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო.

 

„ვიცი, რომ ადეიშვილი პროკურორის მრჩეველია და დანარჩენს ვერ გეტყვით. ალბათ, ამ სტატუსით იმყოფებოდა რეფორმების საბჭოს სხდომაზე.

 

რადგან ადეიშვილი პროკურორის მრჩეველია, შესაბამისად, სხდომაზე მრჩევლის სტატუსით იქნებოდა წარმოდგენლი“,- განაცხადა ბარამიძემ.

 

კითხვაზე, ოფიციალურად არის თუ არა გაფორმებული ადეიშვილი უკრაინის გენპროკურორის მთავარი მრჩევლის თანამდებობაზე? ბარამიძე გვპასუხობს: „ოფიციალურად რას ნიშნავს?! აბა არაოფიციალურად… არ ვიცი, ბუღალტერიაში ვერ ვერკვევი“,- განაცხადა მან.

 

ბარამიძე არ ფლობს ინფორმაციას, იგეგმება თუ არა უკრაინაში საქართველოს ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან და ზურაბ ადეიშვილთან მიმართებით ახალი საკადრო ცვლილებების განხორციელება.

 

“არ ვიცი, მე ხომ უკრაინის პოლიტიკაში არ ვარ ჩართული, შესაბამისად, ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ” – აღნიშნა ბარამიძემ.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა რამდენიმე დღის წინ გაიმართა. ამ შეხვედრას საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები ლევან ვარშალომიძე და ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდნენ.

 

რამდენიმა კვირის წინ საქართველოს ექსპრეზიენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გენერალური პროკურორის მთავარი მრჩევლია, თუმცა „პრაიმტაიმთან” „ნაციონალური მოძრაობის” წევრები ვერ სცემენ კონკრეტულ პასუხს კითხვას, არის თუ არა ადეიშვილი ამ თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშნული.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ავტორი: Prime Time

X