13:16 | 2020-07-14 ავტორი: თამთა თორდია

რა სთხოვეს შაქარაშვილის მშობლებმა ომბუდსმენს

რა სთხოვეს შაქარაშვილის მშობლებმა ომბუდსმენს

„გიორგი შაქარაშვილის დედ-მამამ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას სთხოვეს ოჯახი „მთავარი არხის“ ყოველდღიური ბულინგისა და აგრესიისგან დაიცვას”, – ამის შესახებ მედიაჰოლფინგ „კვირას” გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განუცხადა.

 

გადმოვიხედავ აივნიდან და ისევ ველოდები ... მგონია ისევ მოვა... - გიორგი შაქარაშვილის ნათლია (ვიდეო)
2020-07-14გადმოვიხედავ აივნიდან და ისევ ველოდები ... მგონია ისევ მოვა... - გიორგი შაქარაშვილის ნათლია (ვიდეო)

 

„ოჯახის თხოვნით, მეც დავესწარი ამ შეხვედრას, რომელიც კონსტრუქციული და საქმიანი შეხვედრა იყო. სახალხო დამცველი დაჰპირდა ოჯახს, რომ იქნება ობიექტური როლის შემსრულებელი. ოჯახმა შეხვედრაზე დააფიქსირა, რომ მოცემულ ეტაპზე გამოძიებასთან პრობლემები არ აქვს.

 

ომბუდსმენისადმი ოჯახს ჰქონდა ერთადერთი თხოვნა, რამენაირად, ისედაც დაზარალებული და განადგურებული ოჯახი დაიცვას „მთავარი არხის“ ყოველდღიური ბულინგისა და აგრესიისგან.

 

ეს იყო დედისა და მამის თანაბარი მოთხოვნა. როგორ მოახერხებს ამას სახალხო დამცველი, არ ვიცი. ჯერჯერობით, სახალხო დამცველს მივმართეთ. ვნახოთ, როგორი რეაგირება მოჰყვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლებრივი გზებისთვის მიმართვას არ გამოვრიცხავთ”, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის მშობლები სახალხო დამცველს შეხვდნენ

ავტორი: თამთა თორდია

X