
„მთავარი არხი“ დაინტერესდა – რა რაოდენობის თანხა დახარჯა საქართველოს პრეზიდენტმა, პანდემიის პერიოდში, მსოფლიო ლიდერებთან სატელეფონო საუბრებისთვის, – ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში წერს და შემდეგნაირად განმარტავს:
„პრეზიდენტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ტელეკომპანიას ასეთი მნიშვნელოვანი კითხვისთვის და გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მარტი-მაისის პერიოდში, ესაუბრა 50 ქვეყნის ლიდერს.
აქედან, 18 ქვეყნის პირველ პირს ინტერნეტის საშუალებით – ვიდეოზარით დაუკავშირდა,
32 ქვეყნის ლიდერს კი, ტელეფონით;
13 ქვეყნის მეთაურმა პირადად დაურეკა პრეზიდენტის მობულურზე; საქართველოს პრეზიდენტის მობილურიდან კი, 19 ზარი განხორციელდა.
მარტი-მაისის პერიოდში პრეზიდენტის მობილური ტელეფონის ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა“, – ნათქვამია პოსტში.























