
წარმოდგენილი სოციალურ-ეკონომიკური სტიმილირების გეგმა ადეკვატურია. 1200 ლარი, €350 3-ჯერ ნაკლებია 10-ჯერ ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე, რომლებმაც უმუშევრად დარჩენილ ან უხელფასო შვებულებაში გაშვებულ პირებს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაუწიეს- ამის შესახებ British American Tobacco-ს კორპორატიული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას ეხმიანება.
„მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების Covid19-ით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური სტიმულირების პაკეტებში პირველ ადგილზეა უმუშევრად დარჩენილი, ან უხელფასო შვებულებაში გაშვებული პირების პირდაპირი ერთჯერადი ფინანსური დახმარება:
აშშ – $1200
ავსტრალია – $1500
გერმანია – €1000
საფრანგეთი – €1000
იაპონია – €930
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნის GDP Per Capita 10-დან 16-ჯერ აღემატება საქართველოსას. 1200 ლარი €350, რაც 3-ჯერ ნაკლებია 10-ჯერ ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე. ბევრია საკრიტიკო ცალსახად, მაგრამ წარმოდგენილი სოციალურ-ეკონომიკური სტიმილირების გეგმა ადეკვატურია“, – წერს British American Tobacco-ს კორპორატიული დირექტორი.






















