13:48 | 2021-01-22 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რა თანმიმდევრობით და როდის განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში – ნახეთ ქალაქების მიხედვით

რა თანმიმდევრობით და როდის განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში – ნახეთ ქალაქების მიხედვით

ქვეყნის მასშტაბით გარდა თბილისის, ქუთაისის და რუსთავის სკოლები სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 1-ლი თებერვლიდან განახლდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

 

„ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ეხება სკოლებს კერძოდ 1-ლი თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გარდა, თბილისის, ქუთაისის და რუსთავის სკოლები სასწავლო პროცესს გააგრძელებენ საკლასო ოთახებში.

 

მიხეილ ჩხენკელის განცხადება ⇓

 

რაც შეეხება თბილისს, რუსთავსს და ქუთაისს ჩვენი გეგმის მიხედვით იქ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება 1-ლი მარტიდან, რასაკვირველია ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე.

 

​15 თებერვალს მოხდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეფასება ეპიდსიტუაციის და თუ შვიდი დღის მაჩვენებელი ჩამოსულია 4%-მდე შესაბამისად შემდგომი შემსუბუქების პროცედურები დაიწყება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მთავრობა: გადაწყვეტილება მიღებულია - საქართველოში შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება
2021-01-22მთავრობა: გადაწყვეტილება მიღებულია - საქართველოში შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X