
„ჩვენი თხოვნაა, შსს-ს ვებგვერდზე არ მოხდეს იმდაგვარი განცხადებების დადება, რაც ეჭვებს იწვევს, თითქოს თვითმკვლელობაზეა საუბარი“, – ამის შესახებ გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხელ რამიშვილმა განაცხადა.
„ჩვენი თხოვნაა, შსს-ს ვებგვერდზე არ მოხდეს იმდაგვარი განცახდებების დადება, რაც ეჭვებს იწვევს, თითქოს თვითმკვლელობაზეა საუბარი. გაფრთხილება და რჩევა მივეცით, რომ ეს აღარ მოხდეს. პასუხი არის ყოველთვის „დიახ“, მაგრამ შედეგს დაველოდები. შედეგი ყოველთვის საპირისპიროა”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში არ ფიგურირებენ არასრულწლოვნები, საქმეს არ ადევს გრიფი, რის გამოც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შსს-მ გამოძიების შუალედური ინფორმაცია ორჯერ გაასაჯაროვა, მათ შორის, გარდაცვლილის ლეპტოპსა და ავტომობილიდან ამოღებულ წერილზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.























