17:17 | 2020-04-06 ავტორი: ნინი ტაველიძე

რა წარწერა დატოვა პალატის ფანჯარაზე პაციენტმა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

რა წარწერა დატოვა პალატის  ფანჯარაზე პაციენტმა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

ნიკ ბრაუნს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უტარებდნენ. ყოველ დღე სამედიცინო პერსონალი მის გამამხნევებლად ფანჯარაზე სხვადასხვა ფრაზას ტოვებდა. როცა ნიკი გამოჯანმრთელდა, პალატის ფანჯარაზე მანაც დატოვა თავისი. ამის შესახებ ინფორმაციას mirror ავრცელებს.

 

მკურნალობის პერიოდის განმავლობაში სამედიცინო პერსონალი პალატის კარების ერთ ფანჯარას იყენებდა. ისინი ნიკს ფანჯრის შუშაზე სხვადასხვა ფრაზას უწერდნენ.

 

ერთ-ერთი მათგანი ასე ჟღერდა -„ჩვენ შენ სახლში წაგიყვანთ“.

 

38 წლის ნიკს სასუნთქი აპარატი დასჭირდა. იყო შემთხვევა, როცა სამედიცინო პერსონალმა ნიკის მეუღლესთან მისი გარდაცვალების ვარიანტიც განიხილა.

 

ნიკი ყოველდღე კითხულობდა სამედიცინო პერსონალის მიერ დაწერილ ფრაზებს. მან ნელ-ნელა ძალების მოკრება მოახერხა და ახალი კორონავირუსიც დაამარცხა.

 

სახლში წასვლამდე ნიკმა პალატის ფანჯარაზე შემდეგი წარწერა დატოვა:

 

„ეს ფანჯარა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გავლენის მქონე იყო. მე ვუყურებდი, როგორ ზრუნავდით ჩემსა და სხვა პაციენტებზე იმისთვის, რომ კარგად ვყოფილიყავით. შეუძლებელია მადლიერების გამოხატვა იმ ყველაფრისადმი, რაც ჩემთვის გააკეთეთ. მე ვერასდროს შევძლებ ზუსტად იმდენი სიყვარული და მხარდაჭერა გამოვხატო თქვენ მიმართ, როგორც ეს თავად გააკეთეთ. თქვენ ნამდვილი ვარსკვლავები ხართ.

 

ვხედავდი ზოგჯერ როგორი ცუდი დღეები გქონდათ. ზოგჯერ ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაგრამ ყოველ საღამოს მთავარი ერთადერთი რამ იყო – თქვენ ხალხზე ზრუნავდით.

 

მე დღეს აქაურობას სრულიად სხვა ადამიანად ვტოვებ. მომავლის იმედით აღსავსე ვარ. არა მარტო იმიტომ, რომ ღვთის წყალობით ამ დაავადებისგან გამოვჯანმრთელდი, არამედ იმიტომ არსებობენ თქვენნაირი შესანიშნავი ადამიანები, რომლებიც სხვებზე ზრუნავენ. უფალმა გაკურთხოთ თითოეული მათგანი“.

 

წარწერის ამსახველი ფოტო საავადმყოფომ თავის ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა:

 

View this post on Instagram

We received this touching message from a COVID-19 patient who was recently discharged from the MICU. While being treated, our caregivers frequently communicated with him by writing on the glass door in the isolation room. The message read: ⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀ “This window has been the most impactful window in my life. On days when I watched you work hard to keep me and others alive, unable to thank you for the time that you poured into me — and although I will probably never get the chance to pour that same love and support into you, I want you to know that I think you all are rockstars. I watched some of you have good nights and some bad nights but what was consistent every night was that you care for people. Today I leave this ICU a changed person, hopefully for the better, not only because of your medical healing and God’s direction and guidance, but with the fact of knowing that there are such wonderful people dedicated to the care and concern of others. God bless each of you.”⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀ ⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀ To our caregivers, you uplift and inspire us all. ⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀ ⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀ #clevelandclinic #covıd19 #coronavirus

A post shared by Cleveland Clinic (@clevelandclinic) on

ავტორი: ნინი ტაველიძე

X