20:57 | 2021-04-18 ავტორი: Prime Time

რა წერია შარლ მიშელის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში და ვინ მოაწერს ხელს

რა წერია შარლ მიშელის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში და ვინ მოაწერს ხელს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

შარლ მიშელი ქართველი პოლიტიკოსებისთვის ახალ დოკუმენტს აქვეყნებს
2021-04-18შარლ მიშელი ქართველი პოლიტიკოსებისთვის ახალ დოკუმენტს აქვეყნებს

 

2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, თუ პარტია „ქართული ოცნება“ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ ახალ წინადადებაშია ნათქვამი.

 

„2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული შეთავაზების შედეგად, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, თუ პარტია „ქართული ოცნება“ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

 

მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან, მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებში და ამ შეთანხმების განსახორციელებლად. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია“.

 

***

 

„ოპოზიციის დეპუტატებისთვის გამოყოფილ უნდა იყოს 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელთაგან 2 შემდეგი 5 კომიტეტიდან უნდა იყოს: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; საგარეო ურთიერთობების კომიტეტი. ოპოზიციის დეპუტატებისთვის გამოყოფილ უნდა იყოს თავმჯდომარის 1 პოზიცია შემდეგი საპარლამენტო დელეგაციებისთვის საერთაშორისო არენაზე: ევრონესტი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა“.

 

***

 

„ოპოზიციის დეპუტატებისთვის გამოყოფილ უნდა იყოს 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელთაგან 2 შემდეგი 5 კომიტეტიდან უნდა იყოს: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; საგარეო ურთიერთობების კომიტეტი. ოპოზიციის დეპუტატებისთვის გამოყოფილ უნდა იყოს თავმჯდომარის 1 პოზიცია შემდეგი საპარლამენტო დელეგაციებისთვის საერთაშორისო არენაზე: ევრონესტი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა“,- ასევე ნათქვამია წინადადებაში.

 

ნიკა მელიას გათავისუფლებაზე თავდებად ევროკავშირი გამოდის - ჯაფარიძე
2021-04-18ნიკა მელიას გათავისუფლებაზე თავდებად ევროკავშირი გამოდის - ჯაფარიძე

 

ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზებულია თავდებობა.

 

„ნიკა მელიასთან მიმართებაში არის შემოთავაზებული ევროკავშირის თავდებობა. ეს თავდებობა იქნება ის საფუძველი, რომლის გამოც უნდა გათავისუფლდეს ახლა მელია. შემდგომ რაც შეეხება, ამას ჰქვია თავდებობა, ინგლისურად გარანტორი იქნება ევროკავშირის.

 

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თავდებად ბატონ ნიკა მელიას განთავისუფლებაზე გამოდის ევროკავშირი.

 

რაც შეეხება ბატონ რურუას, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, რომ ორივე ამ ადამიანს ექნება ერთი და იგივე დროითი ჩარჩო განსაზღვრული, რომ ისინი გამოვიდნენ ციხიდან საბოლოოდ, დასრულდეს პატიმრობა რურუასიდა ნიკა მელიას საკითხი გადაიჭრას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომ თუ „ქართული ოცნება“ 43 პროცენტს ვერ აიღებს თვითმმართველობის არჩევნებზე, იღებს 2022 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ვალდებულებას, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„მისასვლელი გზა, რომელიც იხილებოდა მოლაპარაკებების პროცესში, იყო პლებისციტი, იყო თვითმმართველობასთან მიბმა, იყო პროცენტზე კამათი.

 

ჩანაწერი არის კომპრომისული ვერსია, სადაც საუბარია 43 პროცენტზე, თუ „ქართული ოცნება“ 43 პროცენტს ვერ აიღებს თვითმმართველობის არჩევნების დროს, ის იღებს ვალდებულებას, რომ 2022 წელს იქნება რიგგარეშე არჩევნები. ჩვენთვის ეს პრინციპი მისაღებია, ჩვენ უნდა დავიწყოთ მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ოპოზიცია უნდა იყოს მომზადებული და ძლიერი.

 

განსაკუთრებით მნიშვნელოცანია, რომ ოპოზიციის ლიდერები არ იყვნენ პატიმრობაში, იყვნენ თავისუფალი და წარმართონ საარჩევნო პროცესი“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

 

პოლიტპატიმრების თემაზე ჩვენ სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ – ორივე პოლიტპატიმართან დაკავშირებით არის შეთანხმებაში შესაბამისი ფორმულირება ჩადებული, რა მექანიზმებით მოხდება მათი გათავისუფლება – ამის შესახებ „ერთიანი ნაცონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა  ვროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, დაიწყება შემდეგი პროცესი, რის შემდეგაც ყველა პარტია გაივლის შიდა კონსულტაციებს და ჩამოყალიბდა პარტიული პოზიციები.

 

„ვფიქრობ, რომ პოლიტპატიმრების თემაზე ჩვენ სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ, იმიტომ , რომ ორივე პოლიტპატიმართან დაკავშირებით არის შეთანხმებაში ტექსტში შესაბამისი ფორმულირება ჩადებული, რა მექანიზმებით მოხდება მათი გათავისუფლება. ეს რა თქმა უნდა, მნშივნელოვანი პროგრესია, რადგან პოლიტპატიმრების თემა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია.

 

ამ ეტაპზე ვფქირობ, რომ იქნება შემდეგი პროცესი, ყველა პარტია გაივლის თავის შიდა კონსულტაციებს და შესაბამისად ჩამოყალიბდა პარტიული პოზიციები. ჩვენ ვნახეთ მოწოდებები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, რომ ყველა პარლამენტის წევრმა განიხილოს ამ შეთანხმების ხელმოწერა და სწორედ ამიტომ ხდება საჯარო ეს დოკუმენტი, რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. ასევე, დაიწყება საჯარო განხილვის პროცესი , რომელიც დასრულდება , სავარაუდოდ, იმით რომ ალბათ, ვიღაცა ჩათვლის, რომ შეთანხმება მათთვის არის მისაღები, მე რამდენადაც მესმის ზოგიერთმა პარტიამ ეს განაცხადი უკვე გააკეთა.

ავტორი: Prime Time

X