
საქართველოს საპატრიარქომ მღვდლებს SMS შეტყობინება გაუგზავნა.
საპატრიარქო მღვდელმსახურებს მოუწოდებს ხელი შეუწყონ ტაძრებში დისტანციის დაცვასა და პირბადის ტარებას. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ფეისბუქზე გაავრცელა.
SMS შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ყოველი წირვის შემდეგ საჭიროა დეზინფექციის ჩატარება.
დღეს მღვდელმსახურებთან საპატრიარქოსაგან დაიგზავნა სმს შეტყობინება, საჭიროა მსახურებისას, მრევლმა გამოიყენოს პირბადე, დაიცვას დისტანცია, მსახურების შემდეგ მოხდეს ტაძრის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით.
Posted by Andria Jagmaidze on შაბათი, 17 ოქტომბერი, 2020






















