20:33 | 2020-05-20 ავტორი: Prime Time

რა წესების დაცვა მოუწევს ოფისებს ამუშავებისას

რა წესების დაცვა მოუწევს ოფისებს ამუშავებისას

ხათუნა ზახაშილი იმ რეკომენდაციებს განმარტავს, რომლის დაცვას ოფისებს მუშაობის განახლების შემდეგ მოუწევთ.

 

მისი თქმით, ოფისებმა უნდა დაიცვან ისეთი წესები, როგორებიცაა ფიზიკური დისტანცირება, სველი წესით დალაგება და განიავება.

 

„აუცილებლად უნდა იყოს სხვა ისეთი წესები დაცული, როგორიცაა სწორი განიავება, სწორი აირაცია და ხშირი დალაგება სველი წესით, სათანადო სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა სამუშაო მაგიდათა შორის ეფექტს ნამდვილად არ მოგვცემს და ამის იმედზე არ უნდა ვიყოთ.

 

რეკომენდირებულია საოფისე სივრცეში ხანგრძლივი დროით მუშაობისას გვქონდეს გამწოვი ვენტილაციები, გამტანი სისტემები ან პირდაპირი განიავების საშუალებები.

 

თითოეულ ადამიანზე უნდა მოდიოდეს 4-8 კვადრატული მეტრი,“ – განაცხადა ზახაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

ავტორი: Prime Time

X