13:32 | 2021-03-03 ავტორი: Prime Time

რა წესები უნდა დავიცვათ სპორტდარბაზებში – განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დავიცვათ სპორტდარბაზებში – განახლებული რეკომენდაციები

15 მარტს ქვეყნის მასშტაბით ფიტნეს დარბაზები განახლებული რეკომენდაციებით იხსნება.

 

რეკომენდაციების თანახმად, ტრენაჟორების დარბაზში შესაბამისი წესების დაცვა იქნება სავალდებულო:

 

  • სავარჯიშო დარბაზის ყოველ 6 კვ. მეტრ ფართობზე დაიშვება 1 ვიზიტორი;

 

  • გასახდელები გამოიყენება მხოლოდ პირადი ნივთებისთვის;

 

  • პირებმა უნდა გამოიყენონ მხოლოდ საკუთარი რეკვიზიტები: გასახდომი ქამრები, ხელთათმანები და ა.შ.

 

  • ყველა პირი ვალდებული იქნება კლუბში შესვლისას და კლუბში ყოფნისას ყველა ზონაში ატაროს ნიღაბი, გარდა მაღალი ინტენსიური (კარდიო ვარჯიშები, ანაერობული ვარჯიშები, ფიქსირებული მძიმე წონების ვარჯიშები ჰამერზე, სხვა მაღალინტენსიური აქტივობა) ვარჯიშების შესრულებისა.

 

  • ტრენაჟორები და კარდიოტრენაჟორები იმგვარად უნდა იყო განთავსებული, რომ მათ შორის იყოს 2 მ-იანი დისტანცია დაცული. თუ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება ტრენაჟორები ერთმანეთისგან გამოყოფილი უნდა იყოს, დამცავი ტიხრებით/ბარიერებით.

 

იმ შემთხვევაში კი თუ დისტანციის დაცვა და ბარიერით გამოყოფაც ვერ ხერხდება, მაშინ ინვენტარი უნდა დაილუქოს.

ავტორი: Prime Time

X