16:43 | 2021-05-14 ავტორი: Prime Time

რა ცვილება იგეგმება „კომენდანტის საათზე“ – თამარ გაბუნია განცხადებას აკეთებს

რა ცვილება იგეგმება „კომენდანტის საათზე“ – თამარ გაბუნია განცხადებას აკეთებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჟურნალისტებთან განმარტავს, რა ცვლილება იგეგმება “კომენდანტის საათთან” დაკავშირებით:

 

აქტიური მსჯელობა მიდის ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე. ყველას გვესმის, რომ პიკის პერიოდში ამის რესურსი არ გაგვაჩნია.

 

პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქებას ჩვენ ჯერ კიდევ კარგა ხანს ვერ მოვახერხებთ, ეს პირდაპირ უკავშირდება ვაქცინირებულთა რაოდენობას. ჩვენ რაც არ უნდა ეფექტურად გადავლახოთ პიკი მაისის ბოლომდე, პირბადე თავდაცვის საშუალებაა“, – აცხადებს გაბუნია.

ავტორი: Prime Time

X