11:17 | 2020-09-05 ავტორი: Prime Time

რა უძღოდა წინ კლუბ „დეჟავუს“ აფეთქებას?! – დირექტორის პირველი კომენტარი

რა უძღოდა წინ კლუბ „დეჟავუს“ აფეთქებას?! – დირექტორის პირველი კომენტარი

ზუსტი მიზეზი თუ რა გახდა ფილარმონიასთან, კლუბ „დეჟავუს“ აფეთქების მიზეზი გამოძიება დაადგენს, სავარაუდო ვერსიაზე გასართობი ცენტრის დირექტორი საუბრობს. ნინო გვალაძე იხსენებს რა მოხდა კლუბში ორი დღით ადრე და რატომ მოუწიათ მუშებს ადგილზე მისვლა.

 

„ბიჭებმა თვითონ დააყენეს, დაამონტაჟეს. ახლა ხო 6 თვეა არ გვიმუშავია, ეხლა ვამზადებდით ყველაფერს.

 

შევამოწმეთ კონდინციონერი, ჩავრთეთ 2 დღის წინ არ ჩაირთო. მოვიყვანეთ ისევ ეს ბიჭები და ამოწმებდნენ, ამ დროს არ ვიცი რა მოხდა, რატომ აფეთქდა.

 

ვინ არის ბიჭი, რომელიც ფილარმონიასთან აფეთქებას ემსხვერპლა
2020-09-05ვინ არის ბიჭი, რომელიც ფილარმონიასთან აფეთქებას ემსხვერპლა

ის ბალონი, რაც ქონდა არ ფეთქდება. ჟანდგბადის ბალონი საერთოდ არ არის აფეთქებული, შიგნით აბსოლუტურად არაფერია დაზიანებული. ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს რა მოხდა, სულ ერთი თვის ნამუშევარი კონდინციონერი იყო და რომ არ ჩაირთო ერთი წუთითაც აღარ ვამუშავეთ. ყველანაირი ზომა დაცული იყო, შიგნით არაფერი ხდება“, – განაცხადა „ტვ პირველთან საუბარში ნინო გვალაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ კლუბი „დეჟავუ“ აფეთქდა, გარდაიცვალა 1, ხოლო დაშავდა 3 ადამიანი.

ავტორი: Prime Time

X