18:51 | 2021-05-24 ავტორი: Prime Time

რა უჯდებათ რიონის მცველებს თბილისში მიმდინარე აქცია – თანხა დათვლილია

რა უჯდებათ რიონის მცველებს თბილისში მიმდინარე აქცია – თანხა დათვლილია

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებულმა საპროტესტო მოძრაობამ თბილისში გადმოინაცვლა.

„ნამოხვანჰესის“ აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს
2021-05-24„ნამოხვანჰესის“ აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

 

„რიონის ხეობის მცველები“ – ასე მოვიხსენიებთ აქციის ორგანიზატორებს, რომლებმაც დედაქალაქში საკმაოდ ბევრი ადამიანის მობილიზება მოახერხეს, ისევე როგორც ფინანსების, რომელიც ამ პროტესტის წარმართვისთვის არის საჭირო.

 

საპროტესტო აქცია ორგანიზებული და ტექნიკური თვალსაზრისით კარგად უზრუნველყოფილია.

 

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქციას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან მხარდამჭერები საკუთარი სურვილით შემოუერთდნენ, თუმცა ბევრის ჩამოყვანა თავად ორგანიზატორებმა უზრუნველყვეს.

 

სამარშუტო ტაქსები, აქციის მონაწილეთა რეგიონებიდან ორგანიზებული ჩამოყვანა და მათი კვება, ბრენდირებული მაისურები, საიმიჯო-საინფორმაციო კლიპები, სცენა, გახმოვანება, მობილური ავტომობილი გახმოვანებით, კარვები…

 

როგორც წესი, ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ხშირად ამის ფუფუნება პოლიტიკურ პარტიებსაც არ აქვთ.

 

ჩვენ სწორედ მსგავსი აქციების ორგანიზებაში დიდი გამოცდილების მქონე პირებთან შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რა ჯდება დედაქალაქში ამ მასშტაბის პროტესტის უზრუნველყოფა? ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გავარკვიეთ, რომ ეს თანხა დღეში მინიმუმ 50 000 ლარს შეადგენს.

 

როგორც წესი, აქციებზე რეგიონიდან დედაქალაქში ერთი ადამიანის ჩამოყვანა, კვება და ღამით დარჩენა, მინიმუმ 40 ლარი ჯდება (ამ თანხაში არ შედის ტრანსპორტის ღირებულება, რომელსაც აქციის ორგანიზატორები ცალკე ქირაობენ).

 

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გვითხრა, რომ აპარატურის ნაწილი კომპანია Geo Sound-დან იქირავეს, თუმცა თანხა არ დაუკონკრეტებია.

 

ინფორმაცია დაგვიდასტურეს თავად კომპანიაშიც, სადაც განგვიმარტეს, რომ „რიონის ხეობის მცველებს“ გახმოვანების სისტემა სამი დღით მიაქირავეს. Geo Sound-ის წარმომადგენლის, ლაშა ნუცუბიძის თქმით, მსგავსი ტექნიკის დაქირავება 30 000 ლარამდე ჯდება.

 

ლაშა ნუცუბიძე, კომპანია Geo Sound:

 

– ორგანიზატორები დამიკავშირდნენ და იქირავეს ჩვეულებრივ. მივაწოდეთ, რაც სჭირდებოდათ. თანხასთან დაკავშირებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მთხოვეს, ჩვენს შორის დარჩესო. თუ თვითონ გეტყვიან, პრობლემა არ იქნება. ეს ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ დამკვეთთან. – და იგივე სახის ტექნიკა სხვამ რომ იქირავოს, რა დაუჯდება? – დაახლოებით, მსგავსი ტექნიკა რომ იქირავოთ დაგიჯდებათ 25-დან 30 ათას ლარამდე.

 

– აქციის ორგანიზატორებს რამდენი დღით აქვთ აღებული ეს ტექნიკა?

 

– სამი დღით… კონკრეტულად ჩემგან გახმოვანების სისტემა იქირავეს, ეკრანები და დანარჩენი დეტალები, როგორც ვიცი, სხვა კომპანიისგან აიღეს. „რიონის ხეობის მცველები“ არ აკონკრეტებენ, ვინ იხდის თანხას აქციების ორგანიზებაში.

 

ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქციას ემიგრანტები აფინანსებენ. ის უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აქციებს ფინანსურად რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ილია ძოწენიძე უზრუნველყოფს. თავად ძოწენიძე ნამახვანჰესის მშენებლობის აქტიური წინააღმდეგია.

 

ბიზნესმენი არ უარყოფს, რომ აქციის ორგანიზატორებთან ფინანსურ საკითხებზე საუბარი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა დაფინანსება მათივე სურვილით არ შედგა.

 

ცნობისთვის: ძოწენიძე რუსეთში არაერთ ბიზნესს ფლობს, ის წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის დიმიტრი მედვედევს ჰყავს დაჯილდოებული.

 

ვიდექი ჩემთვის წყნარად და უცბად არსაიდან გაჩნდა გურამ ფალავანდიშვილის ბიჭი – რით დასრულდა აქციაზე სალომე ბარკერთან დაპირისპირება

 

ავტორი: Prime Time

X