23:06 | 2020-04-21 ავტორი: Prime Time

რა უხარიათ – მიხეილ სააკაშვილი ბერას TikTok ვიდეოს გამოეხმაურა

რა უხარიათ – მიხეილ სააკაშვილი ბერას TikTok ვიდეოს გამოეხმაურა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბერას TikTok ვიდეოს გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, ეს რეალობისგან მოწყვეტის უნიჭო დემონსტრირებაა.

 

„აღდგომა არ მოულოცავთ, ადამიანები გარდაიცვალნენ, ერთი სამძიმარი არ უთქვამთ, ამდენი ბიზნესი დაიხურა და არც შეუმჩნევიათ.

 

ამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი და დახმარება კი არა ნუგეში არ უთქვამთ, ამდენი ბავშვი დაიმშა და ერთი თეთრით არ დახმარებიან და რა უხარიათ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე.

 

დღეს სოციალურ ქსელში ბერამ TIKTOK-ის ახალ ვიდეოში მამა გამოაჩინა.

ავტორი: Prime Time

X