00:49 | 2021-11-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რა უნდა გაკეთდეს კავკასიაში? – რუსეთთან დაპირისპირება არ არის სწორი და ევროპული გზა – სალომე ზურაბიშვილი 

რა უნდა გაკეთდეს კავკასიაში? – რუსეთთან დაპირისპირება არ არის სწორი და ევროპული გზა – სალომე ზურაბიშვილი 

„რა უნდა გაკეთდეს კავკასიაში? – რუსეთთან დაპირისპირება არ არის სწორი და ევროპული გზა, ამისთვის ევროპას არც სამხედრო ძალაუფლება აქვს და არც სურვილი, მაგრამ უნდა აჩვენოს, რომ მნიშვნელოვანი აქტორია და რომ არ დათმობს მის ადგილს“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე განაცხადა.

 

საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხეს, როგორია რუსეთთან, საქართველოს და ევროპის დიდ მეზობელთან, ურთიერთობის მისეული ხედვა.

 

მისი თქმით, რეგიონი არ შეიძლება გახდეს ვინმესთვის ექსკლუზიური – არც რუსეთის, არც თურქეთისა და არც ირანისთვის.

 

„ბავშვებთან ერთად მანქანაში ვცხოვრობდით, ახლა მუყაოს სახლში ვართ“ - მრავალშვილიანი დედის სულისშემძვრელი ისტორია
2021-11-12„ბავშვებთან ერთად მანქანაში ვცხოვრობდით, ახლა მუყაოს სახლში ვართ“ - მრავალშვილიანი დედის სულისშემძვრელი ისტორია

 

„დღეს კავკასია ევროკავშირის პოლიტიკისათვის სატესტო ტერიტორიაა, თუ რა შეუძლია მოიმოქმედოს მან ამ მეზობელ რეგიონთან და რუსეთთან მიმართებაში.

 

წელს ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისაკენ მიმართული სრულიად ახალი ჩართულობა.

 

პრეზიდენტი შარლ მიშელი, 6 თვის განმავლობაში, სამჯერ ჩამოვიდა საქართველოში და პირდაპირ ჩაერია ქვეყნის სტაბილიზაციაში, მისი კრიზისიდან გამოყვანის გზით. ასევე, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია, რადგან ომი მოხდა, დაიდო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ევროკავშირის მხრიდან არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიაციის სურვილი, რაც აუცილებელია, რადგან ეს კონფლიქტი არ შეიძლება გადაწყვიტოს მხოლოდ თურქეთმა, რუსეთმა, ან სხვა ხელისუფლებებმა.

 

რა უნდა გაკეთდეს კავკასიაში? რუსეთთან დაპირისპირება არ არის სწორი და ევროპული გზა, ამისთვის ევროპას არც სამხედრო ძალაუფლება აქვს და არც სურვილი, მაგრამ მან უნდა აჩვენოს, რომ არის მნიშვნელოვანი აქტორი, და რომ არ დათმობს მის ადგილს.

 

შეიძლება უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა დაგვჭირდეს  - მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი
2021-11-12შეიძლება უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა დაგვჭირდეს - მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი

 

დღეს ბევრი დისკუსიაა ამ რეგიონში სხვადასხვა ფორმატების, დიდი ინფრანსტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც ევროპას შავ ზღვასთან, კასპიის ზღვასთან და აზიასთან აკავშირებს. ეს რეგიონი არ შეიძლება გახდეს ვინმესთვის ექსკლუზიური – არც რუსეთის, არც თურქეთისა და არც ირანისთვის.

 

დღეს კარგად ვხედავთ, რომ ეს ქვეყნები აქტიურები არიან, აქვთ დამსახურება და ინტერესი, რომ იყვნენ ამ რეგიონში, არცერთ ამ ქვეყანას არ აქვს ეკონომიური საშუალება, რომ განახორციელოს ის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც ყველა საუბრობს.

 

ევროპა ერთადერთია, ვისაც ეს ძალაუფლება გააჩნია. ეკონომიური ძალაუფლების გარდა, მას უნდა ჰქონდეს ხედვა, თუ რისი განხორციელება სურს, რეგიონის დასტაბილურების ხედვა და იმის აღქმა, თუ რაში მდგომარეობს მისი ძალა დღესდღეობით. ეს ძალა შეიძლება მდგომარეობდეს დიდი პოლიტიკური პროექტის განხორციელებაში”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X