21:46 | 2021-03-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რა უნდა გავაკეთოთ დიდ მარხვაში – პატრიარქის კურთხევა მრევლს და სასულიერო პირებს

რა უნდა გავაკეთოთ დიდ მარხვაში – პატრიარქის კურთხევა მრევლს და სასულიერო პირებს

პატრიარქმა მრევლს დიდ მარხვაში კურთხევა მისცა შვიდგზის ლოცვები წაიკითხონ და სასულიერო პირებს კი მცირე აიაზმა ეკლესიაში ყოველდღე შეასრულონ.

 

 

„რა უნდა ვაკეთოთ ამ დიდ მარხვაში – გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ წაიკითხოთ შვიდგზის ლოცვები. იქ, ფსალმუნში და ლოცვებში მოცემულია დიდი მადლი. სასულიერო პირებს ვაძლევ ლოცვა-კურთხევას, რომ ყოველ დღე შეასრულონ მცირე აიაზმა ეკლესიაში. ეს დიდ მადლს მოგვცემს და მოხდება სულიერი განწმენდა ჩვენი ხალხისა. ჩვენი მორწმუნე ხალხი უნდა მივიდეს მოძღვართან და სთხოვოს ვრცელი აიაზმის შესრულება. მე შევთხოვ უფალს, მოგვცეს ძალი ერსა თვისსა და აკურთხოს ერი ჩვენი მშვიდობით. წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა სუფევდეს თქვენს ოჯახებში საქართველოში და მთელ მსოფლიოში“, – ბრძანა პატრიარქმა.

 

ვიდეო ↓ პატრიარქის კურთხევა მრევლს და სასულიერო პირებს

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X