
რა უნდა ვჭამოთ ზაფხულში, რომ არ დაგვცხეს და თან ზედმეტი კილოგრამები მოვიშოროთ – ეს გემრიელი დიეტების მზა რეცეპტები თქვენთვისაა:
ცხიმიანი საკვები
თუ გარეთ ცხელა, ცოტა ვინმეს თუ მოუნდება, რომ შიმშილის ჭია ბეკონით ან მოხარშული ღორის ხორცით მოიკლას. ეს გასაკვირი სულაც არ არის. ჩვენს სხეულს მშვენივრად „ესმის“, რომ თუ ზამთარში სითბოს შესანარჩუნებლად მეტი ცხიმი და კალორია სჭირდებოდა, ზაფხულში მას დამატებითი დატვირთვა არ სჭირდება. ამიტომ, ის „ინტერესით უყურებს“ ბოსტნეულსა და ხილს და უარს ამბობს კატლეტებსა და სტეიკებზე.
ამასთან, ზაფხული სულაც არ არის ვეგეტარიანელად ქცევის მიზეზი. მართლაც, იმისათვის, რომ მენიუ დაბალანსებული იყოს, მასში ცხოველური ცილები უნდა შედიოდეს. ისინი ჩვენი უჯრედების „საშენი ბლოკია“ და ძლიერი იმუნიტეტისთვისაც აუცილებელია. ამიტომ არ ღირს ხორცზე უარის თქმა. უბრალოდ, აირჩიეთ ნაკლებად ცხიმიანი ხორცი. მაგალითად, ხბოს ხორცი ან ქათამი, ან შეცვალეთ ის თევზის ფილეთი.
სხვათა შორის, ზაფხული საუკეთესო დროა მათთვის, ვისაც ცარიელ კუჭზე ძილი არ შეუძლია, მაგრამ ამავე დროს სინდისის ქენჯნა მუდმივად აწამებს, საღამოობით მაცივრის დარბევის გამო. ზაფხულის თვეებში ჯობია მიირთვათ ხორცი და თევზი არა ლანჩზე, არამედ – სადილზე, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან არ ცხელა. ამასთან, მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს, უნდა ახსოვდეს, რომ ვახშამი უნდა ჰქონდეთ დაძინებამდე 3 საათით ადრე.

5 საზაფხულო რჩევა
იმისათვის, რომ ორგანიზმს სიცხის გაძლება გაუადვილოს, შეეცადეთ ცოტათი შეცვალოთ თქვენი კვების რეჟიმი.
● თუ შესაძლებელია, მოერიდეთ ცხიმიან და შემწვარ საკვებს.
● უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულსა და ხილს.
● დაამატეეთ სალათებში ზეითუნის ზეთი. იგი შეიცავს ვიტამინ E-ს, რომელიც იცავს სხეულს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან (მათ შორის – გამონაბოლქვი აირებისგან).
● დალიეთ ბევრი სითხე. თუ ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსზე მეტია, რეკომენდებულია ჭიქა წყლის დალევა ყოველ ნახევარ საათში. უკეთესია, უპირატესობა მიანიჭოთ მინერალურ წყალს ან ლიმონის წვენით ოდნავ დამჟავებულ წყალს. უმჯობესია, უარი თქვათ ყავასა და კოფეინის შემცველ სხვა სასმელებზე („კოლა“, „პეპსი“). კოფეინი აჩქარებს გულისცემას და მაღალ ტემპერატურაზე ჩვენი „ძრავა“ უკვე სერიოზულ სტრესშია.
● უარი თქვით ალკოჰოლზე. ცივი ლუდი მაცდური ჩანს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლურმა სასმელებმა შეიძლება გაუწყლოება გამოიწვიოს.
სწრაფი კვების წესები
რაღა თქმა უნდა, ზაფხულის ცხელ საღამოს არ გინდათ გაზქურასთან დგომა და შემდეგ სადილობა თბილ სამზარეულოში. ცხელი ამინდი ზრდის მოწამვლის რისკს. იმისათვის, რომ მსუბუქი სადილი სერიოზულ შედეგებში არ გადაიზარდოს, ღირს რამდენიმე მარტივი წესის დაცვა:
● უმჯობესია, აირჩიოთ საზაფხულო კაფე და არა – პატარა ჯიხური, რომელიც ყიდის ღვეზელებს, ხელების დაბანა კი არ შეგიძლიათ.
ღვეზელების, საგაზაფხულო რულეტების ან პასტის მოყვარულები, ასეთ პირობებში სავარაუდოდ, მოიწამლებიან. ზაფხულის სიცხეში მაიონეზით შენელებული სალათებიც ძალიან სწრაფად ფუჭდება.
● ყურადღება მიაქციეთ ჭურჭელს. მასზე არ უნდა არსებობდეს ბზარები, ნაკაწრები ან სხვა სახის დაზიანება.
დიეტები
სიცხეში ძალიან ბევრი ჭამა არ გვინდება, ამიტომ ზაფხული რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის მოშორების დროა. ზაფხულის სიცხეში ნებისმიერი დირტის დღე გაცილებით მარტივად გაივლის, ვიდრე ზამთრის სიცივეში.
გარდა ამისა, ზაფხული არის „დიეტური“ ხილისა და ბოსტნეულის დრო, რომელიც დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ ჭარბ წონას და ამავდროულად, ორგანიზმს უზრუნველყოფს ვიტამინებით. უბრალოდ, გახსოვდეთ: ხილისა და ბოსტნეულის დიეტაზე შეგიძლიათ იყოთ არა უმეტეს ორი-სამი დღის განმავლობაში.
აქვე გთავაზობთ ზაფხულის უგემრიელეს დიეტებს:
ვაშლი
ხანგრძლივობა – 3 დღე.
წონის კლება – 2 კგ.
გაყავით 1,5-2 კგ ვაშლი ხუთ ულუფად. შეგიძლიათ, ვაშლი მიირთვათ როგორც დაუმუშავებელი, ასევე ვაშლის კერძების სახით. მაგალითად, სალათი: გახეხეთ 300 გრ მწიფე ვაშლი, გამოაცელეთ თესლი, გახეხეთ, შეურიეთ დაჭრილ ოხრახუშსა და ნიახურის ძირებს, მოასხით ლიმონის წვენი. კიდევ ერთი რეცეპტი: ვაშლისა და ხახვის სალათი: გახეხეთ ორი ცალი გარეცხილი, მჟავე ვაშლი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვის ერთი თავი, ოხრახუში და ზეითუნის ზეთი.
Საზამთრო
ხანგრძლივობა – 2 დღე.
წონის კლება – 2-3 კგ.
დღეში დაახლოებით 1,5 კგ საზამთრო და სხვა არაფერი, წონის დაკლების შესანიშნავი გზაა.
სტაფილო
ხანგრძლივობა – 3 დღე.
წონის კლება – 3,5 კგ-მდე.
გახეხეთ სტაფილო სახეხზე, დაამატეთ ლიმონის წვენი, შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი ისე, რომ დღეში არაუმეტეს 1 ჩაის კოვზი მიიღოთ. ამ სალათის ჭამა შეუზღუდავი რაოდენობით შეგიძლიათ. სურვილის შემთხვევაში დაამატეთ ერთი სახეობის ხილი: ვაშლი, კივი, გრეიფრუტი, ფორთოხალი ან ბროწეული. აუცილებელია სითხის მიღება წყლის ან უშაქრო ჩაის სახით.

მარწყვი
ხანგრძლივობა – 1 დღე.
წონის კლება – 1.5 – 2 კგ.
შეგიძლიათ, დღის განმავლობაში ნახევარი კილო მარწყვი მიირთვათ და მინერალური წყალი ან მწვანე ჩაი დააყოლოთ. ამასთან, მარწყვის დიეტის გაძლება იოლი არ არის. მისი მცირე მჟავეობა მადას აძლიერებს.
პამიდორი
ხანგრძლივობა – 2 დღე.
წონის კლება – 2 კგ.
დღეში, შეგიძლიათ მიირთვათ 1,5 კგ პამიდორი, ოთხ ულუფად. რა თქმა უნდა, არავითარი სანელებლები, როგორიცაა მარილი, შაქარი, წიწაკა. ასეთ დიეტაზე შეგიძლიათ იჯდეთ 2 დღე და ამ დროის განმავლობაში დაიკლოთ 2 კილოგრამი.
კომბოსტო
ხანგრძლივობა – 7 დღე.
წონის კლება – 5 კგ.
დიეტის საფუძველია კომბოსტოს წვნიანი, კარტოფილის გარეშე, ბოსტნეულის ბულიონში მოხარშული. ჭამა შეუზღუდავად შეიძლება.
კომბოსტოს წვნიანის გარდა, 7 დღის განმავლობაში, პროდუქტის გარკვეული სახეობები შეგიძლიათ, მიირთვათ. პირველ დღეს შეგიძლიათ განებივრდეთ ნებისმიერი ხილით (ბანანის გარდა), მეორეზე – მწვანე ბოსტნეული და ერთი მოხარშული კარტოფილი კარაქით, მესამე დღეს შეგიძლიათ მიირთვათ ხილი და ბოსტნეული (კარტოფილის გარდა), მეოთხე დღეს საჭიროა 3 ბანანი და უცხიმო რძე, მეხუთეზე – თევზის ან ქათმის მკერდის ნაწილი პამიდორთან ერთად, მეექვსეზე – მოხარშული საქონლის ხორცი, მწვანე სალათის ფურცლებით და ბოლოს – ბრინჯი, ბოსტნეულით.
კიტრი
ხანგრძლივობა – 3 დღე.
წონის კლება – 3,5 კგ.
კიტრის დიეტის საფუძველია სალათი. ამ კერძის მომზადება სულაც არ არის რთული: აიღეთ 1 კგ კიტრი, დაჭერით და მოასხით უცხიმო არაჟანი, მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი. გაყავით სალათა სამჯერადი კვებისთვის.
ვახშმად შეგიძლიათ დამატებით მიირთვათ 50 გრ მოხარშული ხორცი ან ერთი კვერცხი. საუზმეზე შეგიძლიათ ტოსტის მირთმევა, ცოტაოდენი კარაქით, ფინჯან ყავასთან ან ჩაისთან ერთად. სადილის წინ მიირთვით დიდი ვაშლი, მსხალი ან ბანანი.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓






















