
სუროგაციის ცენტრ „ნიუ ლაიფის” ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში ამჯერად ბებიის შესახებ წერს.
მისი თქმით, მეზობელმა ბებიას უთხრა, რომ ქმარს გაშორდა.
„ბებიაჩემი მირეკავს ახლა, თან არ ესმის კარგად ყურში. 200 მაქვს წნევაო, მეზობელი შემოვიდა და მითხრა მარიამმა ტელევიზორში გამოაცხადა ქმარს გავცილდიო და ეს ინფორმაცია რომ დადასტურდეს სასწრაფო კი გზაშია მაგრამ მე ამ ამბავს ვერ გადავიტანო. არა არა პირიქით გამოვაცხადე მეთქი, გავთხოვდი. ჰააა, გაცილდი? გავთხოვდი ისევ არ ესმის. გაცილდი? გავთხოვდი უკვე გავყვირივარ. გაცილდი? ბოლოს თქვა მაინც არ მესმის მაგრამ ანდერძად გიბარებ არ გაბედო გაცილება საფლავში ამოვყირავდებიო.
რა უნდოდა იმ მეზობელსაც რაა… ბებიაჩემის გარეშე ვეღარ უნდა გავთხოვდ-გამოვთხოვდე? დამართა ასი წლის ქალს კრიზი,“- წერს მარიამ კუკუნაშვილი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ სექტემბერში ქმარს გაშორდა. თუმცა, შემდეგ ქმარს შეურიგდა, მისგან საჩუქრად კი, „წითელი „პორშე კაბრიო“ მიიღო, ნომრით – LOVE.






















