
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასტუმრო „რედისონთან“ გამოჩნდა, სადაც ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავდა.
ჟურნალისტებმა გიორგი კვირიკაშვილს კითხვა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დაუსვეს, რაზეც ყოფილმა პრემიერმა პასუხი არ გასცა.
„არ ვაკეთებ პოლიტიკურ კომენტარებს“, – განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას „რედისონში“ პარტია „საქართველოსთვის“ წევრები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი შეხვდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
კორონავირუსის შემდგომი გართულებებით ჯერ დედა, 20 დღის შემდეგ კი შვილი გარდაიცვალა
გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში
თამარ ივერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქალბატონს, რომელმაც შემთხვევით მანქანა გაუკაწრა
რას პროგნოზირებს ასტროლოგი მიხეილ სააკაშვილის უახლოეს მომავალზე – შიმშილობა ცუდ დროს დაიწყო






















