
ცნობილი ვოკალური ჯგუფის „ვაკის პარკის“ სოლისტი ზაზა ხუციშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვაჟს, ედუარდ სააკაშვილს გიტარაზე დაკვრას ასწავლიდა. ზაზა ხუციშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, რომ მათ თბილი ურთიერთობა აქვთ.
„ედუარდი ძალიან გონიერი, ყოველმხრივ, ნიჭიერი ადამიანია. ყოველთვის ძალიან მოკრძალებული იყო, სხვანაირი რომ ყოფილიყო, ურთიერთობა გაგვიფუჭდებოდა.
მიხარია და ვამაყობ, რომ მან დასავლეთში მისაღები გამოცდები დიდი წარმატებით ჩააბარა. მივულოცე კიდეც.
მერე, ინსტიტუტში სწავლისას ინტერვიუს აკეთებდა, დამირეკა და მე ჩამწერა. როცა დაოჯახდა მილოცვა მინდოდა, მაგრამ ვეღარ დავეკონტაქტე.
ურთიერთობაში ის უშუალო და კარგი ადამიანია. გიტარაზე დაკვრა იმ დონემდე ისწავლა, რა დონეზეც მას სურდა.
ედუარდისთვის გიტარა მთავარი ინსტრუმენტი არ ყოფილა, თუმცა კარგი მოსწავლე იყო. ჩვენ საკმაოდ თბილი ურთიერთობა გვაქვს“. – ამბობს ზაზა ხუციშვილი.






















