20:23 | 2021-05-09 ავტორი: Prime Time

რა უთხრა ედუარდ შევარდნაძემ მამაოს ზიარებისას – ექსპრეზიდენტის ბოლო ფოტო და ხუმრობა

რა უთხრა ედუარდ შევარდნაძემ მამაოს ზიარებისას – ექსპრეზიდენტის ბოლო ფოტო და ხუმრობა

ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტის ზიარების ფოტო გავრცელდა.

 

ყოფილ პრეზიდენტს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დეკანოზი შალვა კეკელია აზიარებდა.

 

„პირველად პატრიარქმა მთხოვა მივსულიყავი და მეზიარებინა. მას შემდეგ ხშირად დავდიოდი და ვაზიარებდი, დაახლოებით 4 წლის განმავლობაში.

 

ერთ-ერთი ზიარების შემდეგ ოჯახის წევრები ფოტოს იღებდნენ და ბატონმა ედუარდმა მითხრა – გადავიღოთ, მამაო, მაი სურათი მე იქეთ გამომადგება და შენ აქეთო…

 

კარგი იუმორი ჰქონდა ნამდვილად.

 

შემდეგ ეს ფოტო თვითონ გადმომცა ხელმოწერით“, – ყვება „პრაიმტაიმთან“ დეკანოზი შალვა კეკელია.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, 2014 წლის 7 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ავტორი: Prime Time

X