20:18 | 2020-05-11 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

რა უცნაურობა ნახა თინეიჯერობაში ნიკა გვარამიამ

რა უცნაურობა ნახა თინეიჯერობაში ნიკა გვარამიამ

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გადაცემაში თინეიჯერობის პერიოდი გაიხსენა.

 

„თინეიჯერობაში, როცა აფხაზეთის ომი ახალი დაწყებული იყო, მახსოვს სოხუმის ქუჩებში მივდიოდი, აგვისტოს თვეა და უცნაურ მდგომარეობაში ვნახე პალმა – აყვავებული. მივხვდი პირველად ვნახე აყვავებული პალმა.

 

დავფიქრდი რატომ არ მინახავს აქამდე? იმიტომ, რომ არასდროს სოხუმში არ ვყოფილვარ ივლისში და აგვისტოში. ალბათ ცურვაც ამიტომ არ ვიცი.

 

სად ვიყავი ივლისში და აგვისტოში? ჩემს მშობლიურ სოფელ თლუღში, ამბროლაურის რაიონში – რაჭაში.

 

თუ რამე დამრჩა ნათელი, ფერადი, ბავშვური და არასაბჭოთა იქედან დამრჩა. თუ რამე ჩემს ცხოვრებაში მინახავს, წარმოუდგენლად ლამაზი, განუმეორებელი და შეუდარებელი იქ მინახავს. თუ რამისთვის თვალებს დავთხრი ვინმეს, ჩემი მშობლიური რაჭისთვის“ – იხსენებს ნიკა გვარამია.

 

გვარამიას ეს მონოლოგი წინ უძღოდა რაჭაში ჰესის მშენებლობაზე გადაღებულ სიუჟეტს.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X