20:31 | 2020-11-01 ავტორი: თამარ ბუჩუკური

რა ვიტამინები უნდა მიიღოთ Covid-თან გასამკლავებლად – გაეროს მრჩევლის რეკომენდაციები

რა ვიტამინები უნდა მიიღოთ Covid-თან გასამკლავებლად – გაეროს მრჩევლის რეკომენდაციები

გაეროს გენერალური მდივნის 10 მრჩევლიდან ერთ-ერთი ქართველი ექიმი გიორგი ფხაკაძე 20 წელია სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს. ის აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის მართვის საკითხებში.

 

ის მოსახლეობას იმუნური სისტემის გაძლიერების რეკომენდაციას აძლევს. დიდი გამოცდილების მქონე ექიმის რჩევაა ვიტამინების მიღება, რეგულაციების დაცვა და არა ჩაკეტვა.

 

ომეგა-3, D ვიტამინი და სხვა პრეპარატები, რომლებიც უნდა მიიღონ მათ, ვინც Covid-19-ს სახლში ებრძვის
2020-10-25ომეგა-3, D ვიტამინი და სხვა პრეპარატები, რომლებიც უნდა მიიღონ მათ, ვინც Covid-19-ს სახლში ებრძვის

 

„ჩაკეტვების დიდი წინააღმდეგი ვარ. ჩაკეტვა ფსიქოლოგიურად ცუდად მოქმედებს და ქრონიკულ დაავადებებსაც აძლიერებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ეკონომიკურ მდგომაროებაზე. პრობლემას კი არ უნდა გავექცეთ, თვალებში უნდა ჩავხედოთ და თავში ჩავარტყათ. ამ შემთხვევაში მუშაობს პირბადე, ორმეტრიანი დისტანცია და ხელების მალმალე დაბანა.

 

ამის გარდა, ადამიანებმა უნდა მიიღონ გააძლიერონ იმუნური სისტემა. აუცილებლად უნდა მიიღონ D 3 ვიტამინი და თუთია. ასევე, ზოგადად ვიტამინებით შეავსონ ორგანიზმი და სტრესი მინიმუმამდე დაიყვანონ. კორონავირუსი არ გვკლავს. არამედ – ჩვენი იმუნური სისტემა. სწორედ იმუნური სისტემა ებრძვის Covid-ს მწევლებსა და ალკოჰოლის მომხმარებლებს ვურჩევ უარი თქვან ამ მავნე ჩვევებზე.” – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X