10:44 | 2021-04-05 ავტორი: Prime Time

რა ვითარებაა ისრაელში ვაქცინაციის შემდეგ – კულუმბეგოვი საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს

რა ვითარებაა ისრაელში ვაქცინაციის შემდეგ – კულუმბეგოვი საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ისრაელის კოვიდსტატისტიკას აქვეყნებს.

ქვეყანაში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია, რასაც ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციის პროცესს უკავშირებს.

 

“დღევანდელი კოვიდსტატისტიკა ისრაელში იანვრის პიკთან შედარებით:
– 96% – ით ნაკლები შემთხვევები
– 90% – ით ნაკლები დღიური კრიტიკული პაციენტები
– 85% – ით ნაკლები სიკვდილობა
– დღიური ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 327 (საშუალო 7 დღის), ყველაზე დაბალი 2020 ივნისის შემდეგ.
პ.ს. ერთადერთი ხსნა ჩვენი ქვეყანა გადარჩეს არის მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ (მოზრდილი მოსახლეობის 60-70%) ჩაიტაროს ვაქცინაცია. ჩვენს ირგვლივ არსებულ გამოწვევებს და საფრთხეებს შორის მერწმუნეთ ვაქცინაცია ყველაზე უსაფრთხოა. 2019 წელს მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევით ჩვენს გზებზე 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა, მიუხედავათ ამისა ავტომანქანებზე უარს არცერთი ჩვენგანი არ ვიძახით. ასეთი მაგალითების მოყვანა უსასრულოდ შეიძლება… გთხოვ, აი-ცერი”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

May be an image of ტექსტი, რომელიც შეიცავს '100 80 peak 60 from 40 % 20 Cases (% from peak) Critically hospitalized (% from peak) New critically ill (% from peak) Daily deaths (% from peak) 20-12 29% 5.0 τo-oT 17-01 15% 10% 4% 24-01 31-01 07-02 14-02 21-02 28-02 07-03 14-03 21-03 28-03 Date 04-04 04'

 

ასევე იხილეთ: რომელ ქვეყნებში გამოიყენებენ “სინოფარმის” ვაქცინას

 

ავტორი: Prime Time

X