21:30 | 2020-10-07 ავტორი: თამარ ბუჩუკური

რა ვითარებაში დაიკარგა და სად მიაგნეს 7 წლის ბიჭუნას – მამის კომენტარი

რა ვითარებაში დაიკარგა და სად მიაგნეს 7 წლის ბიჭუნას – მამის კომენტარი

და­კარ­გუ­ლი 7 წლის ბი­ჭის მამამ ვა­ლე­რ მსმო­ი­ა­ნმა „პრაიმტაიმს“ გა­ნუ­ცხა­და, რომ მისი შვი­ლი სკოლიდან დროზე ადრე გამოვიდა და ის ადგილზე მისულ დედას სკოლაში აღარ დახვდა.

 

ბავშვის მამა ამბობს, რომ პოლიციის აქტიური მუშაობის შედეგად, დაკარგული ბიჭი მალე იპოვეს.

 

კარგი ამბავი - თბილისში დაკარგული 6 წლის ბავშვი იპოვეს 
2020-10-07კარგი ამბავი - თბილისში დაკარგული 6 წლის ბავშვი იპოვეს 

 

„ბავშვი სკოლიდან დროზე ადრე გამოვიდა და დედას გზაში ასცდა. ბევრი ვეძებდით, პოლიციის მთელი განყოფილება დაიცალა, განაწილდნენ და სხვადასხვა მხარეს ეძებდნენ. დიდი ძალისხმევა ჩადეს, აქტიურად იმუშავეს და ბოლოს, სამარშრუტო ტაქსიში იპოვეს.

 

ჩემი შვილი აუტისტური სპექტრისაა და უჭირს საუბარი. მას სამარშრუტო ტაქსის ნომერი აერია როგორც ჩანს, ან კატაობდა და იქ არ აღმოჩნდა, რომელიც ჩვენს სახლთან გადის.

 

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პოლიციას, რომ არა ისინი, წარმოდგენაც კი არ მინდა, რა მოხდებოდა.“- ამბობს ვალერ მსმოიანი.

 

ცნობისთვის, ახლობლების ინფორმაციით, ბავშვი რამდენიმე საათის წინ, აეროპორტის დასახლების ტერიტორიიდან დაიკარგა.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X