14:51 | 2021-12-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რა ვითარებაში მოკლა ხელვაჩაურში მამაკაცმა ცოლ-შვილი

რა ვითარებაში მოკლა ხელვაჩაურში მამაკაცმა ცოლ-შვილი

ხელვაჩაურში სოფელ ჭარნალში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმის შესახებ “კურიერისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მეზობლების თქმით, მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობები ნაჯახით მძინარე ცოლ-შვილს მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

სოფელ ჭარნალში ჰყვებიან, რომ მამა-შვილი მშენებლობაზე ერთად მუშაობდნენ და საკუთარი სახლის რემონტს გეგმავდნენ, რადგან 21 წლის ახალგაზრდა ცოლის მოყვანას გეგმავდა.

 

გამოძიება ამ დრომდე ადგენს, რის ნიადაგზე ჩაიდინა 54 წლის კაცმა სასტიკი დანაშაული.

 

„დაჩიპვის შემდეგ შეძლებთ ყველა კარის გაღებას“ - 50 ათასი კანქვეშა ჩიპი საქართველოში იანვარში შემოვა
2021-12-09„დაჩიპვის შემდეგ შეძლებთ ყველა კარის გაღებას“ - 50 ათასი კანქვეშა ჩიპი საქართველოში იანვარში შემოვა

 

ადგილობრივები ადასტურებენ, რომ მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მას პერიოდულად შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა.

 

​საგინაძეების ოჯახის სამივე წევრის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

 

ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება შსს-მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X