
მაშინ, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო არა ერთი ვაქცია შეიქმნა, მეცნიერები კვლავ განაგრძობენ ისეთი პრეპარატის შექმნას, რომელიც ვირუსის გვრცელებას და სიკვდილიანობას ხელს შეუშლის.
ჯორჯიის შტატში მეცნიერებმა მიაკვლიეს ანტივირუსულ პრეპარატს სახელწოდებით – მოლნუპირავირს. ეს მედიკამენტი 24 საათში Covid-19-ის გადაცემას ბლოკავს.
რა არის ცნობილი ამ პრეპარატზე და შეძლებს თუ არა იგი კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გარდატეხის მოხდენა, ამ კითხვით ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტს ალექსანდრე გოგინავას მივმართეთ.
იხილეთ ვიდეო: ახალი პრეპარატი, რომელიც შესაძლოა კორონავირუსთან ბრძოლის მთავარ იარაღად გადაიქცეს
მისი თქმით, პრეპარატი დამაიმედებელ პროგნოზს იძლევა, თუმცა მასობრივ გამოყენებამდე მან კიდევ რამდენიმე ფაზა უნდა გაიაროს.
„ეს პრეპარატი 24 საათის განმავლობაში ვირუსის რეპლიკაციას წყვეტს და აჩერებს ვურუსს, თუმცა ჯერჯერობით უფრო მეტი ინფორმაცია არც მე მაქვს და როგორც ვიცი კვლევები მიმდინარეობს და ეს ყველაფერი ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის. ეს პრეპარატი ჯერჯერობით არ არის აღიარებული, როგორც სამკურნალო საშუალება კორონავირუსული ინფექციის.
თუმცა იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც დღეს არის საკმაოდ იმედის მომცემად ითვლება.
ეს პრეპარატი ახლა არ შექმნილა, იგი არსებობდა, უბრალოდ ერთ-ერთი კვლევის დროს დადასტურდა მისი ეფექტურობა კორონავირუსთან მიმართებაში.
ის შედეგები რაც აჩვენა ამ პრეპარატმა ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ბევრი სხვა პრეპარატი გამოჩნდა თავის დროზე, რომელმაც შემდგომ ვერ გაამართლა და ეფექტური ვერ აღმოჩნდა.
ისევე როგორც ვაქცინის, ასევე პრეპარატის დამტკიცებასაც სჭირდება დრო, არის კვლევის ფაზები რომელიც უნდა გაიაროს მედიკამენტმა და შემდგომ აღიარებულ უნდა იყოს როგორც ეფექტურ და უსაფრთხო სამკურნალო საშუალებად.
ამ პრეპარატმა რომც აჩვენოს კარგი შედეგები, დაახლოებით რამდენიმე თვე, მინიმუმ ნახევარი წელი შეიძლება დასჭირდეს სანამ ის გაივლის ყველა შესაბამის პროცედურას. ამაზე ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი.
თუკი მედიკამენტი გაამართლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეპარატის მიღებიდან მალევე ვირუსი რეპლიკაციას, გამრავლებას წყვეტს. თუკი დროულად მოხდება ვირუსის გამრავლების შეჩერება შესაბამისად დაავადების მიმდინარეობაც ნაკლებად მძიმე იქნება “, – ამბობს ალექსანდრე გოგინავა.























