
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ქვეყნის დაახლოებით 60 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აღმოჩენილია შემთხვევები, რომელიც, სავარაუდოდ, COVID-19-ის ახალი ფორმით არის გამოწვეული.
როგორც ჰენკოკი აცხადებს, ვირუსის ახალი ფორმა განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დომინირებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ვირუსის ახალი ტიპის შესახებ ინფორმირებულია.
|რამდენად საშიშია კოვიდის ახალი ფორმა – რას ამბობენ მეცნიერები
ბირმინგენის უნივერსიტეტის პროფესორის, ალან მაკნალის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია კოვიდის ახალი ტიპი იწვევს თუ არა ვირუსის მძიმე ფორმებს ან აჩქარებს თუ არა კორონავირუსის გავრცელების ტემპს.
„ნუ ჩავვარდებით ისტერიკაში. უზარმაზარი ძალისხმევაა მიმართული ვირუსის ამ ვარიანტის დასახასიათებლად და იმის დასადგენად, თუ საიდან წარმოიშვა. აუცილებელია მშვიდი და რაციონალური ხედვა, რადგან ეს ვირუსის ნორმალური ევოლუციაა. ჩვენ ველით, რომ ახალი ვარიანტები გაჩნდება და დროთა განმავლობაში გაქრება“,- ამბობს ალანი. წაიკითხეთ სრულად „პრაიმტაიმნიუსზე“






















