11:01 | 2020-11-20 ავტორი: Prime Time

რა ვიცით ბორჯომელი ეპისკოპოსის შესახებ, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა

რა ვიცით ბორჯომელი ეპისკოპოსის შესახებ, რომელიც დღეს კორონავირუსით  გარდაიცვალა

დღეს დილით საქართველოს წმინდა სინოდის წევრი, ბორჯომისა და ბაკურიანის და აგრეთვე, გერმანიისა და ავსტრიის ეპისკოპოსი ლაზარე გარდაიცვალა. მეუფეს სხვა თანხლებ დაავადებასთან ერთად კორონავირუსი ჰქონდა .

ცნობილია, რომ მეუფემ ცოტა ხნის წინ სიმსივნის ოპერაცია გაიკეთა.

 

შეგახსენებთ, ყოვლადუსამღვდელოესი ლაზარე ერისკაცობაში – დიმიტრი ნიკოლოზის ძე სამადბეგიშვილი,  1955 წლის 20 ივლისს, ქალაქ თბილისში დაიბადა. ბერად 1997 წელს აღიკვეცა, დიაკვნად აკურთხეს 1982 წელს. ამავე წელს მოხდა მისი მღვდლად კურთხევა.

 

2014 წლის 3 ივნისს არქიმანდრიტი ლაზარე გამორჩეულ იქნა გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის ეპისკოპოსად. ხოლო 2014 წლის 11 ივნისს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II-მ.

 

შეგახსენებთ, რომ ბორჯომ – ბაკურიანის ეპარქიას 21 წლის განმავლობაში მეუფე სერაფიმე მოღვაწეობდა. მეუფე სერაფიმემ ეპარქია 2016 წლის აპრილში სინოდის გადაწყვეტილებით დატოვა და მის ნაცვლად ეპარქია მეუფე ლაზარეს ჩააბარეს.

ავტორი: Prime Time

X