
ბოლო 24 საათში კორონავირუსით აჭარასა და თბილისში 7 პაციენტი გარდაიცვალა.
აჭარაში გარდაცვლილი ოთხი პაციენტია – ორი ქალი და ორი მამაკაცი. მათი ასაკი 66 წლიდან 87 წლამდეა. აღენიშნებოდათ სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი. ოთხივე პაციენტი აპარატულ სუნთქვაზე იმყოფებოდა. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.
თბილისში კი 3 პაციენტი გარდაიცვალა. მათ ინფექციის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.























