
რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი, რომელიც 1 აპრილს 87 წლის გახდა, თბილისში გეგმავდა დაბადების დღის აღნიშვნას.
რუსი ტელეწამყვანის ვიზიტს მოჰყვა სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები.
მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.
პოზნერს სასტუმრო “ვინოტელის” დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია.
სასტუმრო “ვინოტელი” კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა.
ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს.
რა ვიცით ვლადიმერ პოზნერის შესახებ
პოზნერმა ქართველ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა და არა პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად, თავადვე აღნიშნა, რომ 1-ელ აპრილს, „დურაკების“ დღეს არის დაბადებული.
„საქართველოში დაბადების დღის აღნიშვნა ტრადიციად მექცა, აქ ბევრი მეგობარი მყავს. არ ვფლობ ინფორმაციას, ვინ იყო აქ ჩემი ჩამოსვლის წინააღმდეგი. საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებს თვალს არ ვადევნებ“ -თქვა პოზნერმა.
როგორც ვნახეთ, დაბადების დღის ვახშამი ჩაიშალა და მან დღეს დილით საქართველო დატოვა.
ცნობილი ტელეწამყვანი საქართველოზე სკანდალური განცხადებებით არის ცნობილი. მან თქვა, რომ „აფხაზეთი არასდროს გახდება საქართველოს ნაწილი“.
პოზნერი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაფუჭებას სააკაშვილს აბრალებს. ამბობს, რომ ეს ყველაფერი მისი ძალისხმევით მოხდა.
„კონკრეტულად რომ ვთქვათ, აფხაზეთში იყო სამხედრო მოქმედებები, სადაც რუსი სამშვიდობოები იმყოფებოდნენ. ვიტარება უკიდურესად დაძაბული იყო და როგორც ცანს სააკაშვილმა გადაწყვიტა ძალისმიერი მეთოდით დაებრუნებინა სამხრეთ-ოსეთი და აფხაზეთი.
ეგონა რომ რუსეთს რეაგირება არ ექნებოდა მის ქმედებაზე. აფხაზეთის გამო არ წავიდოდა მსოფლიოს წინააღმდეგ. ამასთან, ეგონა რომ ამერიკა დაეხმარებოდა. ამერიკელები არ დაეხმარნენ, რუსეთმა კი შესაბამისად უპასუხა.
ეს საქართველოს მხრიდან სამხედრო შეჭრა იყო და შედეგად, მან აფხაზეთი სამუდამოდ დაკარგა.
აფხაზეთი არასდროს გახდება მისი ნაწილი და რა თქმა უნდა, სააკაშვილი, ამის „მიღწევაში თავის ქვეყანას ძალიან დაეხმარა“.
2006 წელს პოზნერი ვლადიმერ პუტინმა მამულის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის დააჯილდოვა.
74 წლის ასაკში მეორედ იქორწინა 21 წლის უმცროს ნადეჟდა სოლოვიევაზე. ყოფილი ცოლი, ეკატერინა ორლოვა კი სიმსივნით გარდაიცვალა. ჟურნალისტი მის დაკრძალვაზეც არ ყოფილა.
ავადმყოფობასთან თავად სალმაოდ იღბლიანი აღმოჩნდა. პოზნერმა სიმსივნე ორჯერ დაამარცხა.
შსს-ს ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და მას არ დაურღვევია „კანონი ოკუპაციის შესახებ“, პოზნერთან ერთად ჩამოსულმა პირებმა კი წარმოადგინეს კოვიდ-პასპორტი, ან PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხი.
პოზნერის ვიზიტის გამო თბილისში საპროტესტო აქციები დღესაც იგეგემება.
ნახეთ ვიდეო – იქნებ ვიღაც ნაბიჭვარი ვარ?! – ვლადიმირ პოზნერი საქართველოში პირველ ვიზიტს იხსენებს























