
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი 61 წლის ქალია.
ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანილი იქნა 30 სექტემბერს, ღამით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით – კორონავირუსი, ტოტალური პნევმონია, ჭარბი წონა, გულის უკმარისობა.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე























