10:05 | 2021-11-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რადას 89 დეპუტატი საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას სთხოვს

რადას 89 დეპუტატი საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას სთხოვს

უკრაინის რადას 93 დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას სთხოვენ.

 

„ჩვენმა ორმა ერმა იცის თავისუფლების უმაღლესი ფასი და მზადაა ის სიცოცხლის ფასად, უყოყმანოდ დაიცვას. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის პრინციპები მტკიცედაა ფესვგადგმული ჩვენს ცხოვრებაში. ამის გაცნობიერებით, ღრმად ვართ შეშფოთებულები უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და პატიმრობის ირგვლივ შექმნილი ვითარება.

 

მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ მიწაზე თმებით ათრიეს
2021-11-09მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ მიწაზე თმებით ათრიეს

 

ჩვენ შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. ხანგრძლივი შიმშილის შემდეგ, მის სიცოცხლეს საფრთხე ნამდვილად ემუქრებოდა. სასწრაფოდ საჭიროა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მაღალი კლასის სამოქალაქო კერძო საავადმყოფოში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ისევე როგორც უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების სათანასოს დაცვის აუცილებლობით, მოგიწოდებთ: სასწრაფოდ მიაწოდოთ მიხეილ სააკაშვილს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება, რაც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უზრუნველყოფს, რათა მიხეილ სააკაშვილს შეეძლოს თავისუფლად მოიპოვოს სათანადო საკონსულო და სამართლებრივი დაცვა, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ის უკრაინაში, – წერია რადას დეპუტატების  სპეციალურ მიმართვაში, რომელსაც გამოცემა ГОРДОН ავრცელებს.

 

დოკუმენტს ხელს რადას 89 დეპუტატი აწერს, მათ შორის არიან ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია და ლიზა იასკო, ასევე, სიაში არიან ფრაქცია „ხმა“-სა და „ბატკივშჩინას“ წარმომადგენლები.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X