11:43 | 2021-04-26 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რა „ფატალური შეცდომა“ დაუშვა ვარლამ გოლეთიანმა – გია ხუხაშვილის განმარტება

რა „ფატალური შეცდომა“ დაუშვა ვარლამ გოლეთიანმა – გია ხუხაშვილის განმარტება

ექსპერტი გია ხუხაშვილი ვარლამ გოლეთიანზე გამოთქმული აზრის შესახებ დამატებით განმარტებას აკეთებს.

 

ვარლამ გოლეთიანის გამოჩენა გუშინ სალხინოში მიმაჩნია შეცდომად, როგორც მის გულშემატკივარს და არა როგორც კრიტიკოსს. მიმაჩნია, რომ ის არის კარგი ახალგაზრდა და მისი ბრძოლა რიონის ხეობის გადასარჩენად არის სამართლიანი. არც მის გულწრფელობაში შემპარვია ეჭვი.

 

საქართველოს ამბებით ადამიანი, ნარკოზის გარეშე შეიძლება გათიშო - გიორგი ფხაკაძე
2021-04-26საქართველოს ამბებით ადამიანი, ნარკოზის გარეშე შეიძლება გათიშო - გიორგი ფხაკაძე

 

რატომ მიმაჩნია, რომ შეცდომა დაუშვა: მისი ბრძოლა დღემდე კი არ ყოფდა, აერთიანებდა მის თაობას. თაობას, რომელსაც არ მოსწონს პეტრე, მაგრამ არც ის მოსწონს, რაც იქ გუშინ ხდებოდა. ვიღაცას მოსწონს, თუ არა, ასე ფიქრობს დღევანდელი ახალგაზრდობა და ზუსტად მათ უნდა განასახიერებდეს ვარლამი.

 

ჩვენი თაობის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ მუდმივად ვეძებდით და ვეძებთ იმას, რაც გვყოფს. მათი არჩევანია ეძებონ ის, რაც აერთიანებთ და აუცილებლად იქნებიან წარმატებული“, – წერს ხუხაშვილი.

 

ცნობისთვის, ვარლამ გოლეთიანის ჭყონდიდის ეპარქიაში ჩასვლას ხუხაშვილმა „ფატალური შეცდომა“ უწოდა.

 

ასევე ნახეთ ვიდეო – მეუფე სტეფანე ათინოგენეს პაროდიას ასრულებს

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X