21:04 | 2020-12-03 ავტორი: Prime Time

რამ გამოიწვია ახალნამშობიარები, 31 წლის ქალის გარდაცვალება – ექიმი მიზეზებს განმარტავს

რამ გამოიწვია ახალნამშობიარები, 31 წლის ქალის გარდაცვალება – ექიმი მიზეზებს განმარტავს

ბათუმში, ახალნამშობიარები, 31 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. ორსული პაციენტი თავდაპირველად ბათუმის სხვა კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და კლინიკა “მედინაში” გადაიყვანეს, სადაც დღეს გარდაიცვალა.

 

ახალშობილის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. ის უკვე სახლში გაწერეს.

 

როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ჯუმბერ უნგიაძე აცხადებს, პაციენტს ფილტვის მძიმე, 23-ქულიანი დაზიანება ჰქონდა.

 

„დღეს ვერ შევძელით მელოგინეს გადარჩენა, ვინაიდან მას ჰქონდა ფილტვის მძიმე დაზიანება კორონავირუსის გამო.

გაიცანით რვაშვილიანი მარტოხელა დედა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა და ახლა სხვებს უფასოდ ემსახურება
2020-12-03გაიცანით რვაშვილიანი მარტოხელა დედა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა და ახლა სხვებს უფასოდ ემსახურება

ის თავდაპირველად იყო მოთავსებული ბათუმის სამშობიარო სახლში. მიუხედავად ადეკვატური მკურნალობისა, მისი მდგომარეობა გაუარესდა. ჰქონდა გამოხატული ცვლილებები როგორც კლინიკური, ისე სუნთქვის უკმარისობა, რომელიც მოქმედებდა არამარტო ორსულის მდგომარეობაზე, არამედ აისახა ნაყოფის მდგომარეობაზეც.

 

25 ნოემბერს საღამოს მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და იმ დღესვე ღამით ჩაუტარდა ურგენტული საკეისრო კვეთა. ამოყვანილი იყო ცოცხალი, დროული ბავშვი.

 

მელოგინეს მდგომარეობის პროგრესულად გაუარესების გამო 26- დან 27 ნოემბერს გადმოიყვანეს ჩვენთან. მას ჩაუტარდა გაიდლაინით გათვალისწინებული კვლევა და მკურნალობა. ჰქონდა პნევმონია, ფილტვის დიდი ნაწილი დაზიანებული, ჟანგბადი მიეწოდებოდა სიპაპ რეჟიმში.

 

მკურნალობის ფონზე 1 და 2 დეკემბერს მდგომარეობა გაუმჯობესდა. გუშინ ღამის სამ საათზე მოხდა თრომბოემბოლია ფილტვის არტერიის, რომელმაც გულის გაჩერება გამოიწვია. ჩატარდა რეანიმაცია, აღდგა გულის მუშაობა.

 

მაგრამ დღეს შუადღისას ისევ გაჩერდა და სამწუხაროდ რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო. ჩვენების,რამდენადაც ცნობილია, მას თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა “- განაცხადა ჯუმბერ უნგიაძემ.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

X