
„პაციენტი სტაბილურ მდგომარეობაშია. ჰერმოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში. იყო სინკოპეს ეპიზოდი. მე დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმმა რეანიმატოლოგმა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასებისას განუცხადა.
„ხანმოკლე, მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. პაციენტთან ყოველდღე მორიგეობს რეანიმაციული ბრიგადა“, – განმარტა ექიმმა.
რეანიმატოლოგის თქმითვე, პაციენტი საჭიროებს გამოკვლევებს.
„მე მოვხვდი აქ შემთხვევით დღეს. მე ვარ კონსულტაციისთვის მოსული დღეს პაციენტთან პაციენტთან. მორიგეობს ყოველდღე რეანიმაციული ბრიგადა. ახლახანს მოხდა ეს, პაციენტი მოითხოვს კიდევ გამოკვლევებს, უამრავი კვლევებია გაგზავნილი. მეც პირადად აქედან არ წავალ, სანამ ყველაფერი არ დასრულდება“, – განაცხადა ექიმმა.























