
ოფიციალური მონაცემებით, თბილისის მოსახლეობის 11%-ს, 110 000 ადამიანს გადატანილი აქვს ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდი. ხოლო 220 000-მა ადამიანმა, ანუ 23%-მა არ იცოდა, რომ კოვიდი ჰქონდა გადატანილი, მაგრამ აღმოაჩნდათ ანტისხეულები სისხლში, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„სულ, თბილისის მასშტაბით კოვიდი გადატანილი აქვს მოსახლეობის 33%-ს, ეს არის დაახლოებით 350 000 ადამიანი. ასეთივე პროპორციები იქნება ქვეყნის მასშტაბითაც, ამიტომ ვამბობთ, რომ როდესაც ჩვენ მივაღწევთ 65%-ს ვაქცინაციისას, ეს 350 000 ადამიანი დაემატება ვაქცინირებულებს, იმიტომ, რომ აქვთ იმუნიტეტი და ჩვენ დავამთავრებთ პანდემიას“, – განაცხადა ცერცვაძემ.























