18:35 | 2020-08-22 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რამდენ ხანს გასტანს უამინდობა საქართველოში – სინოპტიკოსების პროგნოზი

რამდენ ხანს გასტანს უამინდობა საქართველოში – სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში უამინდობა კიდევ 2 დღეს გასტანს.

 

23-24 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

 

გოგონას, რომლის დაწვაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინით სცადა, თანხას უგროვებენ
2020-08-22გოგონას, რომლის დაწვაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინით სცადა, თანხას უგროვებენ

 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X