23:20 | 2020-12-11 ავტორი: Prime Time

რამდენ ხანს შეიძლება გახანგრძლივდეს კოვიდის სიმპტომები გამოჯანმრთელების შემდეგ – ალექსანდრე გოგინავას განმარტება

რამდენ ხანს შეიძლება გახანგრძლივდეს კოვიდის სიმპტომები გამოჯანმრთელების შემდეგ – ალექსანდრე გოგინავას განმარტება

კორონავირუსის გადატანის შემდეგ ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ გარკვეული სიმპტომები კვლავ უხანგრძლივდება – აქვთ ტემპერატურა, ზურგის ტკივილი, საერთო სისუსტე და ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაქვეითება.

„მადამ ტიუსო“ - ახალგაზრდა გოგონას მიერ დაწყებული ხელსაქმე, რომელიც მილიარდები ღირს
2020-12-11„მადამ ტიუსო“ - ახალგაზრდა გოგონას მიერ დაწყებული ხელსაქმე, რომელიც მილიარდები ღირს

 

რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ სიმპტომები და როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს, ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამ თემაზე მშობლები.ჯი-ს ესაუბრება.

 

„გახანგრძლივების პროცესი ინდივიდუალურია. ძირითადად, ეს სიმპტომები ინფექციის მწვავე პერიოდს ახლავს ხოლმე, ხანგრძლივდება 2-3 კვირის განმავლობაში და ნელ-ნელა იკლებს. თუმცა არის ერთეული შემთხვევები, როდესაც ჩივილები უფრო დიდხანს გაჰყვათ პაციენტებს. განსაკუთრებით, ეს დაბალ ტემპერატურას, 37,2-37,5 გრადუსამდე ეხება. თუ სიმპტომები არ არის მზარდი და დინამიკაში კლებისკენ მიდის, მას არანაირი სპეციფიკური, დამატებითი ჩარევა არ სჭირდება და მაქსიმუმ 3-4 კვირის ვადაში ლაგდება.

 

მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ეს სიმპტომები კიდევ უფრო გახანგრძლივდა და კლების ტენდენციის ნაცვლად, იმატებს მაგალითად, ტემპერატურა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე, უკვე ჩვენებაა, რომ განმეორებით ჩატარდეს გარკვეული ლაბორატორიული კვლევები, რომ მდგომარეობა თავიდან შეფასდეს“,- აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.

ავტორი: Prime Time

X