
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებებს ეხმაურება და მწვავედ აკრიტიკებს.
გიორგი ფხაკაძე განმარტავს, კოვიდგადატანილობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი დაცულია და მას აღარ დაემართება კივიდ-19.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება მეცნიერულ მტკიცებულებებს და არ ითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას.
კოვიდ გადატანილი შესაძლოა, დაინფიცირდეს 1 თვეში, 6 თვეში, 12 თვეში და 24 თვეში და არის ამის საკმარისი მტკიცებულებები მთელი მსოფლიოდან.
ამერიკაში ჩატარებულმა კვლევამ (კომპიუტერული მოდელირებით ერთმანეთს შეადარეს ადრინდელი კოვიდაფეთქებები და კოვიდ-19-ის ახლანდელი მონაცემები) აჩვენა, რომ კოვიდგადატანილები არ არიან დაცული და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო არ არიან დაცული. ანუ კოვიდ გადატანილის ხელახლა რეინფიცირების რისკმა შეიძლება, შეადგინოს 5%-დან 50%-მდე, ეს დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:
- რამდენი დრო გავიდა ინფიცირებიდან;
- პაციენტის ასაკი;
- პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
- პრევენციულ ზომებთან პაციენტის ხელმისაწვდომობა (ვაქცინაცია/პირბადე/დისტანცია/იზოლაცია)
დასკვნა:
კოვიდ გადატანილ პაციენტებში რეინფიცირების ალბათობა არის საკმაოდ მაღალი (3 თვე), განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი უკონტროლოდ ვრცელდება.
კოვიდ გადატანილების “გამწვანება” შესაძლებელია მაქსიმუმ 3 თვე;
კოვიდ გადატანილი ინფექციის გადატანიდან 30 დღეში უნდა აიცრას. ეს მას საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად დაცული იყოს.
რატომ?
პირველი აცრიდან სრულ დაცვამდე არის საჭირო დაახლოებით 45 დღე (1 აცრა – 1 აცრა 21-28 დღე და +14 დღე)“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.
ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მწვანე პასპორტით მუდმივად სარგებლობა შეუძლიათ მათ, ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ.























